27 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლება - დაკავებულია ორი პირი 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები მიითვისეს, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 94 000 ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის რამდენიმე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6-დან 9-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები