22 ივნისი 2018,   01:31
ვრცლად
ინტენსიური ავიაიერიშები სირიაში - გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა რიცხვი დღეს 300-მდე გაიზარდა

ინტენსიური ავიაიერიშები სირიაში. აღმოსავლეთ გუთა ოთხი დღეა იბომბება. სამთავრობო ძალები ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ანკლავის აღებას ცდილობს და ავიაციის გარდა დასახლებებს არტილერიითაც უტევს.

აქტივისტების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი დღეს 300-მდე გაიზარდა. მათ შორის ბავშვებიც არიან.

ექიმები დაჭრილების მკურნალობას ვერ აუდიან. არ აქვთ არც სამედიცინო საშუალებები და არც მედიკამენტები. მედიკოსები ხშირ შემთხვევაში პაციენტების გადასარჩენად იძულებული არინ, ვადაგასული პრეპარატები გამოიყენონ.

გაეროს შეფასებით, ის რაც გუთაში ხდება სამხედრო დანაშაულის ტოლფასია. საერთაშორისო გაერთიანება ასადის რეჟიმს შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატები დასახლებების დაბომბვაზე პასუხისმგებლობას სირიის ხელისუფლების გარდა რუსეთსაც აკისრებს.

საომარი ზონაში ათობით სოფელი და ქალაქია მოყოლილი. უკვე 4 წელია აღმოსავლეთ გუთა სირიის არმიის ალყაშია. გაუსაძლის პირობებში, სასმელი წყლისა და სურსათის გარეშე დარჩენილი 400 ათასი ადამიანი დახმარებას ელის.

ამავე თემაზე
დღის ამბები