19 მაისი 2024,   12:27
ვრცლად
"კანონის ამ ვერსიის მიღებით ჩვენ ვაძლიერებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს"-დავით მათიკაშვილი

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. მიუხედავად მესამე სექტორის და ოპოზიციის წინააღმდეგობისა, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების და სტრატაპების დაფინანსების უფლება კანონით მიენიჭა.

ცვლილებებს მოწინააღმდეგეები მმართველ გუნდშიც ჰყავდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევა მოახერხა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ მიღებული კანონი მედია გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს და არა პირიქით.

"ჩვენ ვთვლით, რომ ამ ქმედებით, კანონის ამ ვერსიის მიღებით ჩვენ ვაძლიერებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩვენ ვაძლიერებთ ზოგადად მედია გარემოს საქართველოში. და ეს არც ერთ შემთხვევაში ხელს არ უშლის მედია პლურალიზმს, რადგანაც ყველა ეს რეგულაცია, რომელიც არის კანონმდებლობაში შეტანილი, პირიქით არის მხოლოდ მედია გარემოს გაჯანსაღებისთვის,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები