23 დეკემბერი 2024,   01:56
ვრცლად
კონსულის ინფორმაციით, გერმანიიდან ქართველების დეპორტაცია 21 მარტს კიდევ იგეგმება

„65 მოქალაქე იყო დეპორტირებული არა მარტო გერმანიიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ ამ რეისზე, მათ შორის ისლანდიიდან,“- ამის შესახებ განცხადება, ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გააკეთა. იოსებ ჩხიკვიშვილი გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებსაც გერმანიის მთავრობამ თავშესაფარზე უარი უთხრა. გენერალური კონსულის ინფორმაციით, გერმანიიდან ქართველების დეპორტაცია 21 მარტს კიდევ იგეგმება. 

იოსებ ჩხიკვიშვილის თქმით, მოქალაქეების მიმართ უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია საკონსულოში არ შესულა.

„ამ კუთხით არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ მოუმართავს. მეორე რეისს ყოველთვის დაჰყვება ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი, რომ გერმანიის მთავრობამ მას უარი უთხრას თავშესაფარზე, ეს საკითხიც აქტუალურია და დეპორტაციას ექვემდებარება. ხდება იმ ადამიანების დეპორტაცია, რომლებსაც უარი ეთქვათ აქ თავშესაფარზე,“- განაცხადა იოსებ ჩხიკვიშვილმა.  

გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი ქვეყნიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამოაძევეს. ოფიციალური მიზეზი გერმანიასა და საქართველოს შორის შემდგარი შეთანხმებაა, რომელიც სავიზო რეჟიმის დამრღვევი ქართველების ქვეყანაში დეპორტაციას გულისხმობს.

დეპორტირებულებს შორის არიან ისეთები, რომლებიც გერმანიაში წლებია, ცხოვრობენ და თავშესაფარს ელოდებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები