25 ივნისი 2018,   02:08
ვრცლად
არ გვექნება ნატოს მხარდაჭერა თუ ეს მხარდაჭერა თავისუფალი არ იქნება, თავისუფალი მხარდაჭერა მოდის თავისუფალი მედიისგან - ჯეიმი შეა 

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართულ მედიაბაზარზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ჯეიმი შეა „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებულია. მისი თქმით, ნატოსთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტები.

„ნატო ელის, რომ საქართველო სხვა ასპირანტი ქვეყნების მსგავსად, დააკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტებს და არა მხოლოდ ერთხელ, არამედ მუდმივად და თანმიმდევრულად. კანონების მიღება და შესრულება მთავრობას ეხება და ამ კანონებს არ აქვთ მხოლოდ ერთი მხარე. შეუძლებელია მედიის შესახებ კანონი, რომელიც ერთ ქვეყანაშია, მეორე სახელმწიფოსთვის იყოს ადეკვატური, მაგრამ მედიაპლურალიზმი და თანაბარი გარემოს სტანდარტი უმნიშვნელოვანესია.

"თუ არ არსებობს თავისუფალ პრესა და ხალხიც არ არის თავისუფალი ე.ი. არ არსებობს არც დემოკრატია. არ გვექნება ნატოს მხარდაჭერა თუ ეს მხარდაჭერა თავისუფალი არ იქნება, თავისუფალი მხარდაჭერა მოდის თავისუფალი მედიისგან, რომელიც პოლიტიკოსებისთვის ყოველთვის კომფორტული არ არის, მაგრამ ყველა ჩვენგანი მას ვაფასებთ და ღირებულად მიგვაჩნია,“- განაცხადა ჯეიმი შეამ

ამავე თემაზე
დღის ამბები