26 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
ახალი დეტალები 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში - ადვოკატი "BMW“-ს მარკის ავტომობილსა და მის მძღოლზე საუბრობს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, ლადო გრიგალაშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ნაიარა ოტიაშვილის თქმით, საქმეში ფიგურირებს შავი ფერის "BMW“-ს მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლის ვინაობაც დადგენილი არ არის.

ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილს ავტომობილის მფლობელთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. რაც შეეხება გრიგალაშვილს, ადვოკატი ამბობს, რომ ის შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და მხოლოდ სატელეფონო მიმოწერის ამოღების გამო დაკავეს, სადაც ადვოკატის თქმით, მუქარის შემცველი ტექსტები არ ყოფილა. 

,,დუმილის უფლებას იყენებს. არ აღიარებს ბრალს. ნამდვილად არ მოუკლავს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან საცოლე იყო, შეყვარებული იყო ემესიჯებოდა ღამის 4 საათამდე. შემდეგ ალბათ ზარებიც იყო. ვინაიდან მასთან იყო კონტაქტი აქედან გამომდინარე ფაქტი  მოხდა“-აცხადებს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი. 

ლადო გრიგალაშვილი, რომელიც მოკლული ანა ნაცვლიშვილის შეყვარებული იყო, გუშინ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. 

 

დღის ამბები