27 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
"ჯგუფურად არის ნაწამები და მოკლული" - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ცხედრის გადასვენებას ამ დრომდე ელოდება 

ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი მშობლიურ სოფელში შესაძლოა დღეს გადაასვენონ.

გადასვენების პროცესის შეფერხების მიზეზად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ.-მა სამართალდამცველებმა, ცხედრის ექსპერტიზა დაასახელეს.

პარალელურად, ამ დრომდე ოკუპირებულ ახალგორში რჩებიან ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული მისი მეგობრები.

35 წლის ახალგაზრდა ახლობლებთან ერთად საოკუპაციო რეჟიმმა 5 დღის წინ გაიტაცა, ცხინვალის ციხეში გადაიყვანა და მომდევნო დღესვე განაცხადა, რომ ის თითქოს კიბეზე დაგორდა გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

„5–10 კაციც ვერაფერს ვერ უზამდა მაგას და თვითონ კიდე კიბეზე ვერ დაგორდებოდა. ეს არის ჯგუფურად ნაწამები და მოკლული. ეგონათ, რომ აგვისტოს ომში იქ იბრძოდა. ესე იცოდნენ იქით და მაგას ვუკავშირებ,“-აცხადებს არჩილ ტატუნაშვილის ბიძაშვილი პაატა ტატუნაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები