17 მაისი 2024,   18:12
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი არჩილ ტატუნაშვილის წამების შედეგად მკვლელობაზე საუბრობს

რუსეთის ფედერაციას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობას არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის, ქართული მხარისთვის, დაუყოვნებლივი გადმოცემისკენ მოუწოდებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

16 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ მიმართავს ავრცელებს და მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

სამოქალაქო სექტორი არჩილ ტატუნაშვილის წამებითა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მკვლელობაზე საუბრობს.

"ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება მიმართულია ობიექტური გამოძიებისათვის ხელის შეშლისკენ და ადასტურებს ეჭვებს ტატუნაშვილის მიზანმიმართული მკვლელობის შესახებ-" ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები ასევე ითხოვენ საქართველოს კიდევ ორი მოქალაქეს მიეცეთ შესაძლებლობა დატოვონ არაკონტროლირებადი ტერიტორია.

„არაადამიანურია ის, რაც ხდება დღეს, როდესაც ცხედრის გადმოსვენებას აჭიანურებს რუსეთის მხარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარე. ეს ჩვენი აზრით მიანიშნებს იმაზე, რომ არის მცდელობა ამ გაჭიანურებით ხელი შეეშალოს ობიექტური გამოძიების წარმოებას,“-განაცხადა“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა  დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები