21 მაისი 2024,   13:23
ვრცლად
რებეკა ჰარმსი ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებას ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდებს

ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას, ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ეხმაურება.

ევროპარლამენტარი ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებას მიმართავს და ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდებს.

რებეკა ჰარმსი ასევე მოითხოვს საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს მისცენ უფლება, დატოვონ ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორია.

"ევროკავშირი საქართველოს ნამდვილი პარტნიორია და ის მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”-წერია განცხადებაში.


ამავე თემაზე
დღის ამბები