17 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
რაც დასჭირდებათ, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი - დავით სერგეენკო ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა

ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებულ მოზარდებს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობის კურსს უკვე სახლში გააგრძელებენ.

„პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკით, დღის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული ჩარევა ან ჩივილი არ გამოვლენილა და ემზადებიან კლინიკიდან გასაწერად,“ - განაცხადა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ნევროლოგმა, ნინო ლალიანმა.

უბედურ შემთხვევას დღეს ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა.

„დიდი მწუხარება მინდა გამოვთქვა ამ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ბავშვებს, მათი დაზიანებები შედარებით მსუბუქი არის, ისინი გადიან ყველა შესაბამის მკურნალობას და რა თქმა უნდა, მათ, რაც დასჭირდებათ, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გუშინ ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობის მესამე სართულიდან ჩამოვარდნილ ვიტრაჟს 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა, მისი 5 თანაკლასელი კი დაშავდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც.

დღის ამბები