04 მაისი 2024,   16:46
ვრცლად
აქცია გარდაბანში - მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთის ძირის მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათ უკვე 10  დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

წყლის კომპანიაში კი განმარტავენ, რომ სოფლისთვის წყლის შეწყვეტის მიზეზი 38 000 ლარიანი დავალიანებაა, რომლის დაფარვამდეც წყლის მიწოდება არ აღდგება.

დღის ამბები