19 მაისი 2024,   00:05
ვრცლად
სოფელ კარალეთში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

გორის რაიონის სოფელ კარალეთში გვიან ღამით ქურდობა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა სასურსათო მაღაზია გაქურდეს. 

მაღაზიის მეპატრონემ მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო. მისი თქმით წაღებულია სიგარეტის მთელი მარაგი და თანხა - 1000 ლარი.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

 

 

დღის ამბები