გურჯაანში, მეწყრულ ზონაში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. რამდენიმე ოჯახი წლებია ავარიულ შენობებში ცხოვრობს. სპეციალისტებმა ოფიციალური დასკვნაც დადეს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახლებში ყოფნა საფრთხის შემცველია და მოსახლეობამ ის დროულად უნდა დატოვოს. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები არჩილ ჩაფიძის ბინა, რომელიც ყოველდღიურად იშლება. პრობლემის შესახებ ცნობილია გურჯაანის თვითმმართველობისთვის.