19 მაისი 2024,   09:03
ვრცლად
მეწყერი და დიდთოვლობა - სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი გარესამყაროს მოწყდა, რამდენიმე მონაკვეთზე კი საავტომობილო გზა ჩაიკეტა 

უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. ალპანა ცაგერის მონაკვეთზე საავტომობილო გზა დიდთოვლობისა და მეწყერის გამო ჩაიკეტა.

ჩამოწოლილმა მიწის მასამ მდინარის კალაპოტიც ამოავსო და შედეგად საავტომობილო გზის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი დაიტბორა.
დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია საავტომობილო მოძრაობა კობი-გუდაურის მონაკვეთზეც. უამინდობისა და ზვავსაშიშორების გამო ჯერჯერობით გზის გაწმენდა ვერ ხერხდება.

ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია მოძრაობა ჯვრის უღელტეხილზე, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი კი ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია.

 

დღის ამბები