27 დეკემბერი 2024,   03:38
ვრცლად
იან კელი ვადის ამოწურვამდე დავით ბაქრაძეს შეხვდა

ამერიკის ელჩი, იან კელი ვადის ამოწურვამდე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს შეხვდა. საუბარი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე და ქართულ ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, აშშ-სთან ერთად იმუშავებენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პლურალიზმი და მრავალფეროვნება შენარჩუნებული იყოს, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მედიაში.

„ევროპული საქართველო ჩვენი პარტნიორია. ეს პარტია მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. განვიხილეთ ის გზები და საშუალებები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში. საუბარი შეეხო პლურალიზმს, როგორც პარლამენტში პარტიებს შორის ასევე მედიაში. ძლიერი ინსტიტუტების განვითარება მნიშვნელოვანია. განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პარტნიორობა საერთო მიზნების მისაღწევად, რაც გულისხმობს ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის შექმნას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას. ყველა პარტია, რომელიც მხარს უჭერს ამ ღირებულებებს ჩვენი პარტნიორია,“ - განაცხადა იან კელიმ.

33-წლიან დიპლომატიურ კარიერას იან კელი სწორედ საქართველოში, სამიოდე კვირაში დაასრულებს.

დღის ამბები