27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
თვითდაზიანებები და რამდენიმე დაჭრილი - ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის დეტალები და დამნაშავის ვინაობა ცნობილია

გახოკიძის ქუჩაზე მძღოლებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები "კურიერმა" გაარკვია. ცნობილი გახდა, რომ მძღოლები ქალაქგარეთ იმყოფებოდნენ და ნასვამ მდგომარებაში დედაქალაქში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მძღოლს დანარჩენებთან კონფლიქტი მოუვიდა და ავტობუსის გაჩერება მოითხოვა.

მძღოლმა ჯერ თვითდაზიანებები მიიყენა, შემდეგ კი დანარჩენები დაჭრა. დამნაშავის ვინაობა იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ის დაზიანებების გამო მკურნალობას საავდმყოფოში გადის. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე ვარკეთილში გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღის ამბები