19 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
შს მინისტერიალი ბრიუსელში - საქართველოდან არალეგალური მიგრაციის საკითხის დაყენებას გერმანიის გარდა შვედეთიც ემხრობა

ბრიუსელის დედაქალაქში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, გერმანია აპირებს დააყენოს საკითხი, რომელიც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლასა და თავშესაფარის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

ეს კონკრეტული თემა შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგში არ დგას, თუმცა გერმანიასთან ერთად საქართველოდან არალეგალური და კრიმინალური მიგრაციის საკითხის დაყენებას შვედეთიც ემხრობა.

შეხვედრის დაწყებამდე მონაწილე მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი. ის ევროკავშირის საბჭოს შენობაში მოგვიანებით გადაინაცვლებს და მოლაპარაკებებს გამართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები