22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
„ეს ნაბიჯი ზოგადად არის სწორი, მაგრამ დაგვიანებული,“ - ბურჯანაძე პრემიერის განცხადებას აფასებს

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პრემიერის განცხადებას, სწორს, თუმცა დაგვიანებულ ნაბიჯს უწოდებს.

ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებას აქამდე რომ დაეწყო რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არჩილ ტატუნაშვილიც ცოცხალი იქნებოდა და არც საოკუპაციო ზოლი გადმოიწევდა.

„ეს ნაბიჯი ზოგადად არის სწორი, მაგრამ დაგვიანებული. მე ვთვლი, რომ ვიდრე ასე დაიძაბებოდა სიტუაცია, ვიდრე იქნებოდა ბიბილოვის განცხადება ერთი თვის თაობაზე, ვიდრე ასეთი დაპირისპირება მოხდებოდა, მანამ უნდა გადაედგა ხელსუფლებას ეს ნაბიჯები და საერთოდ ხელისუფლებას სწორი ნაბიჯები რომ გადაედგა, ტატუნაშვილიც დღეს ცოცხალი იქნებოდა, საზღვარიც არ იქნებოდა ასე ღრმად გადმოწეული, საქართველოს შუაგულში და ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარებული თუ არა მოგვარების ზღვარზე იქნებოდა. სწორ ნაბიჯებში ვგულისხმობ პირდაპირ დიალოგს, შეხვედრას, კონსულტაციებს, ბრძოლას - ოღონდ ბრძოლას მოლაპარაკების მაგიდასთან,“-ამბობს ბურჯანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები