18 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებულ ქუტაშვილსა და პავლიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ - ქეთევან ციხელაშვილი

ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ - ამის შესახებ განცხადება "რუსთავი 2"-ის პრიდაპირ ეთერში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. მინისტრის თქმით ის პირადად შეხვდა ორივე მოქალაქეს.

„ისინი არიან ნორმალურად არ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. მნიშვნელოვანია რომ მოხერხდა მათი უსაფრთხოდ გადმოსვლა და გადმოყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა ეს არის მისასალმებელი ფაქტი მაგრამ თქვენ იცით რომ დღემდე ჩვენ ველოდებით არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება პროგრესი ამ მიმართულებით და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს მალე მოხდება,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ ვადებზე საუბარი, თუ როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, უჭირს.

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ახალგორში ოკუპანტების მიერ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს, დღის მეორე ნახევარში გადმოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს.  

დღის ამბები