23 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი „სუმბატ თბილისკი“ დააკავეს

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი „სუმბატ თბილისკი“ დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტი სუმბატ აბასოვი მას შემდეგ აიყვანეს, რაც ის ხარკოვის ოლქში, უკრაინის საზღვრის გადაკვეთას და რუსეთში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ, უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო, აბასოვზე ძებნა იყო გამოცხადებული.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული უკრაინის ეროვნულ პოლიციას გადაეცა.

დღის ამბები