18 მაისი 2024,   12:30
ვრცლად
დაუყოვნებლივ მოხდეს ტატუნაშვილის გადმოსვენება - კულტურის სფეროს წარმომადგენლები პუტინს წერილით მიმართავენ 

ქართული კულტურის სფეროს წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს მიმართავენ. ისინი რუსეთის პრეზიდენტს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას სთხოვენ.

,,ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვანები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება" - წერია რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს: ტელეწამყვანი ლია მიქაძე, კომპოზიტორები ნუნუ გაბუნია და მარიკო კვალიაშვილი, ასევე მსახიობები ზურა ყიფშიძე და ასმათ ტყაბლაძე, ასევე მომღერლები ირმა სოხაძე და თამრიკო ჭოხონელიძე.

დღის ამბები