20 აპრილი 2024,   06:01
ვრცლად
ესენი ერთად არ ყოფილან და არაფერი არ იციან ტატუნაშვილის შესახებ - ლევან ქუტაშვილის დედის პირველი კომენტარი

„არანაირ ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ყოფილა, ჯანმრთელები და უვნებლები არიან,“ – ეს განცხადება, ოკუპირებულ ახალგორში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ლევან ქუტაშვილის დედამ გააკეთა. 

ლევან ქუტაშვილის დედამ დღეს მედიასთან შვილის დაკავებაზე შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შვილი გაურკვევლობაში მოყვა.

მისი თქმით,  დროისთვის მისი შვილი თბილისში იმყოფება, თუმცა, ზუსტი ადგილსამყოფელი არ იცის.

„ესენი ერთად არ ყოფილან და არაფერი არ იციან მის შესახებ. ერთად დააკავეს, მაგრამ შემდეგ დააცალკევეს და შემდეგ რა მოხდა, არ ვიცით,“ - განაცხადა ქუტაშვილის დედამ.

არჩილ ტატუნაშვილი მის ორ მეგობართან ერთად საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე 22 თებერვალს დააკავა. 23 თებერვალს კი ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. 

მასთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე კი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თითქმის ორი კვირის განმავლობაში ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მათ საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა. 

ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება 18 დღიანი ტყვეობის შემდეგ მიეცა. 

დღის ამბები