17 დეკემბერი 2018,   07:58
ვრცლად
მეტროსადგურ „დიდუბეში" მატარებლის შეჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე მატარებლის შეჯახების შედეგად 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს და მეტროსადგურ „დიდუბეში“ მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. 

უბედური შემთხვევის გამო, შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა.

„თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა. გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი - ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები