17 დეკემბერი 2018,   07:57
ვრცლად
ეროვნული უმცირესობის საბჭოს წევრი ორგანიზაციები ტატუნაშვილის ცხედრის დროულ გადმოცემას ითხოვენ

ეროვნული უმცირესობის საბჭოს წევრი 80-მდე ორგანიზაცია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დროულ გადმოცემას ითხოვს. სახალხო დამცველთან არსებული საბჭოს წევრები რუსეთსა და ცხინვალს მოუწოდებენ, ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მოკლულის ოჯახს.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაინტერესდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებით და ეფექტური სამართლებრივი რეაგირების მექანიზმი შეიმუშაონ.

„მივმართავთ რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა ყველამ მოვუწოდოთ შესაბამისი გავლენის მქონე პირებს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს. ასევე მივმართავთ რუსეთის ფედერაციას და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეფაქტო ხელისუფლებას, რათა საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს“,- განაცხადა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანმა, იზაბელა ოსიპოვამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები