სპეცოპერაცია ფონიჭალაში - სამართალდამცველები თითქმის ერთი საათია ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ.
როგორც შს სამინისტროდან ""რუსთავი 2""-ს განუცხადეს, სპეცოპერაციისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აღიძრა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ან გადაზიდვას გულისხმობს.