06 მაისი 2024,   08:31
ვრცლად
პუტინის საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილის დიმა ბილანის კონცერტი ბათუმში 

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინის საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილის კონცერტი ბათუმში - დიმა ბილანი სპეციალური მოწვევით სასტუმრო შერატონში მღეროდა.

სასტუმრო გუშინ რუსეთიდან  ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს მასპინძლობდა, სწორედ დასკვნით ღონისძიებაზე იყო ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, აქტიური მხარდამჭერი მოწვეული.

მუსიკოსმა საქართველოში ვიზიტის შესახებ, სოციალურ ქსელშიც დაწერა და თქვა, რომ ბათუმში მიფრინავდა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ბილანის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

დღის ამბები