23 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად ორსული ქალი დაშავდა - დაშავებული შვედეთის მოქალაქეა

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს. როგორც "რუსთავი2-"ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულთა შორის ერთ-ერთი შვედეთის მოქალაქე ქალია, რომელიც ორსულადაა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის რუსეთის 4, ხოლო უკრაინის 2 მოქალაქეა. უწყების ცნობით, კატასტროფის ბრიგადები შვედეთის და უკრაინის მოქალაქეს თბილისში გადმოიყვანენ. 

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, 10 მოქალაქე დაშავდა. დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

უწყებამ თბილისიდან ორი რეანომობილი გაგზავნა. საჭიროების შემთხვევაში დაშავებულებს თბილისში გადმოიყვანენ. 

დღის ამბები