22 დეკემბერი 2024,   05:47
ვრცლად
გუდაურში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადებია მობილიზებული - საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები ამბულატორიაში გადაიყვანეს 

ამ წუთებში გუდაურში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადებია მობილიზებული. ყველაზე მაღალ წერტილზე დამონტაჟებული საბაგირო გზა მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც დაშავდა ათამდე ადამიანი. მათ შორის, შვედეთის, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები.

ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინციდენტი პირველის ნახევარზე მოხდა. საბაგირომ მოულოდნელად დაიწყო უკუსვლა, მუხრუჭმა ვეღარ უზრუნველყო კალათების შეჩერება, ათობით კალათა შეეჯახა საბაგიროს მათავარ კონსტრუქციას. 

გუდაურის სამედიცინო ცენტრში 8 დაშავებულია გადაყვანილი. საჭიროების შემთხვევაში მათ რეანომობილებით თბილისში გადაიყვანენ. მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ლევან ზაუტაშვილი აცხადებს, რომ დაშავებულთა მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა.

ზაუტაშვილის თქმით, საბაგირო შემოწმებული იყო და ნორმები დაცული იყო. ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ კომპეტენტურმა კომპანიამ დაამონტაჟა საბაგირო.

ლევან ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ზაუტაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დენთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ზაუტაშვილის თქმით, მომხდარის გამომწვევის მიზეზების შესწავლა უკვე დაწყებულია.

როგორც "რუსთავი2-"ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულთა შორის ერთ-ერთი შვედეთის მოქალაქე ქალია, რომელიც ორსულადაა.

 

დღის ამბები