18 ოქტომბერი 2018,   23:15
ვრცლად
შეწყვეტილი ხელშეკრულება "სითი პარკთან" - კომპანიის წარმომადგენლები უკანონო გადაწყვეტილებებზე საუბრობენ

10 აპრილიდან, მერიის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, „სითი პარკს“ თბილისში პარკირების ადმინისტრირების უფლება ჩამოერთმევა და ის თბილისის მერიას გადაეცემა.

როგორც პარკირების ინსპექტორები ამბობენ, მერის ამ განცხადების შემდეგ, ქუჩაში მუშაობა განსაკუთრებულად გაუჭირდათ, რადგან მოსახლეობის ნაწილმა ჩათვალა, რომ მანქანა ამიერიდან იქ უნდა გააჩეროს, სადაც მოესურვება. ჯარიმის გამოწერის დროს, ზოგიერთი მათგანი აგრესიულია და ინსპექტორებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

თბილისში სულ 2085 მუნიციპალური პარკირების ადგილია. კახა კალაძის მოადგილე ამბობს, რომ მერიის თანამშრომლებმა თებერვლის თვეში ყველა მათგანი მოიარეს და აღმოაჩინეს, რომ „სითი პარკი“ არც ისე კარგად მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კალაძემ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა 13 მარტს გამოაცხადა, შესაბამისი დარღვევების ოქმი კომპანიას მხოლოდ 15 მარტს ჩაბარდა. კომპანიაში ამბობენ, რომ მერია მათ პარკირების ადგილზე შესაბამისი ნიშნის განუთავსებლობას ედავება, თუმცა ისინი ამას არ ეთანხმებიან. 

ავტორი: მიშა სესიაშვილი. 

 

დღის ამბები