22 დეკემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის ოფისზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის ოფისზე თავდასხმის ფაქტს საგანგებო პრესკონფერენციაზე აფასებს და აცხადებს, რომ მოძალადე ადამიანებს მორწმუნეებად არ განიხილავს, მათ კი ვისი გრძნობებიც გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებით შეილახა, გავარმიამ არხის სახელით ბოდიში მოუხადა.  

განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

"არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში ა რ ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვიც აქ იყვნენ, ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად, არცერთი მოძალადე ა რ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად, შესაბამისად ამ ადამიანებს არ ვგულისხმობთ.  დღეს დილიდან რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირის რელიგიური გრძნობების შელახვას გაბუნიას განცხადებების გამო, ყველას შევახსენებ რომ იერო ქრისტე არ აირს მხოლოდ მართლმადიდებლური აღმსარებლობის საკუთრება და მასთან დაკავშირებული განცხადებები ლახავს ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის გრძნობებს. გიორგი გაბუნიას გამოეცხადა საყვედური,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები