03 დეკემბერი 2024,   21:14
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის რომელიმე თანამშრომელზე ზემოქმედებაზე, თმიდან ერთი ღერის ჩამოვარდნაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას - გვარამია

„დღეს, "რუსთავი 2"-ის შენობასთან ადგილი ჰქონდა სისხლის სამართალის დანაშაულს, რომელიც ორგანიზებულ იქნა ე.წ. ქართული მარში მიერ, რომელიც არ წარმოადგენს არც ქრისტიანულ ძალას დ არც საქართველოს ინტერესების დამცველ ძალას. ეს არის მოძალადე, რუსული ორიენტაციის და იქიდანვე დაფინანსებული ძალა, რომელიც პერიოდულად და სისტემატურად ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულებს,"-ასე აფასებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომაპნიაზე მომხდარ თავდასხმას, რა დროსაც წამყვან გიორგი გაბუნიას და კომპანიის იურისტს უკანონოს აღუკვეთეს თავისუფლება.

"ჩვენი შეფასებით, ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და მოვითხოვთ, ხელისუფლებისგან ამ დანაშაულში მონაწილე ცალკეული პირების და ორგანიზატორების მკაცრად სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას,“ - განაცხადა გვარამიამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია დამნაშავეების დასჯა. მისი თქმით თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან, სამართალდამცველების რეაგირება არ ჩაითვლება სრულყოფილად.

ნიკა გვარამიამ ხელისუფლებასაც მიმართა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით, მათ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.  

გვარამია ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას სთხოვს. „საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილებ, არა მხოლოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, "რუსთავი 2"-ის რომელიმე თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედებას, მათი თმიდან ერთი ღერის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას,“ - განაცხადა გვარამიამ. 

 

დღის ამბები