25 დეკემბერი 2024,   22:35
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე - ე.წ. "ქართული მარშის" წევრებმა მანქანა, რომელშიც გაბუნია იჯდა, ალყაში მოაქციეს

თავდასხმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე- ე.წ. "ქართული მარშის" წევრები შეეცადნენ გიორგი გაბუნიას ფიზიკურად გასწორებოდნენ. არხის წამყვანი ტელევიზიის შენობას იურისტ თამთა მურადაშვილთან ერთად ტოვებდა, რა დროსაც მას ე.წ. ”ქართული მარშის” წევრებმა ჩასაფრება მოუწყვეს, გზა გადაუკეტეს, ავტომობილი ალყაში მოაქციეს და თავისუფლება უკანონო აღუკვეთეს.

"ქართული მარშის" წევრები, ნახევარი საათის განმვალობაში იმ ავტომობილის მინების ჩამსხვრევას ცდილობდნენ, სადაც ჟურნალისტი გიორგი და "რუსთავი 2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ისხდნენ.

მარშის აქტივისტების ნაწილმა "რუსთავი 2"-ის შენობაში შეჭრაც სცადა და არხის ჟურნალისტს დავით ერაძე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აქტივისტების ერთი ნაწილი P.S.-ის წამყვანისგან გუშინდელი გადაცემის ერთ-ერთი საკადრო ტექსტის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

ინციდენტის დაწყებიდან, დაახლოებით საათნახევარში, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი დანიშნა და საჯარო განცხადება გააკეთა. ნიკა გვარამიამ ე.წ. "ქართული მარშის" წარმომადგენლების ქმედებები ძალადობად შეაფასა და განაცხადა, რომ მოძალადე ადამიანებს მორწმუნეებად არ განიხილავს, მათ კი ვისი გრძნობებიც გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებით შეილახა, ბოდიში მოუხადა.

"რუსთავი 2"-ის შენობის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები