22 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ერთმანეთის გარეშე ამ ადამიანებს არ შეუძლიათ... ერთმანეთში არკვიონ საქმე - გოგიჩაიშვილი "რუსთავი2"-ს და ე.წ. "ქართულ მარშს" ერთმანეთთან აიგივებს 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ეხმაურებიან.  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ქართული მარში“ და „რუსთავი 2“ ერთმანეთთან გააიგივა და მათ რადიკალური ჯგუფები უწოდა.

„ესენი არიან ორი რადიკალური ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს კვებავს. ერთი არის ამ მიმართულების რადიკალები რაც "ქართული მარშია" და მეორე არის იმ მიმართულების რადიკალები, რაც ის ჯგუფი წარმოადგენს გვარამია, გაბუნია და მასთან ასოცირებული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები.

ერთმანეთის გარეშე ამ ადამიანებს არ შეუძლიათ და ჩვენ ვტოვებთ ამ ადამიანებს ისეთ ფარგლებში, სადაც მათი უფლებები იქნება დაცული მაგრამ ერთმანეთში არკვიონ საქმე. ჩვენი მოვალეობა რაც არის, რა თქმა უნდა თავდასხმა და სისხლი და ეს ამაზე უნდა იყოს რეაქცია“ -აცხადებს  პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი ლევან გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები  თავდამსხმელებს არ აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ თუ „რუსთავი 2"" ახლა სრულფასოვნად მაუწყებლობს, პრობლემა აღარაფერია.

„პოლიცია დროულად ჩაერთო ამ ვითარებაში და ასევე თქვენი მედია ამ წუთებში პარლამენტში არის წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ ტელევიზია შეუფერხებლად აგრძელებს ფუნქციონირებას,“-ამბობს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები