21 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
თუ თავდამსხმელები არ დაისჯებიან, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას - ზაალ უდუმაშვილი

ოპოზიცია "რუსთავი2"-ზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს წინასწარ დაგეგმილ სცენარს უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.

უდუმაშვილის თქმით, თუ "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ მომხდარი შეტევის მონაწილეები არ დაისჯებიან, იქნება საკმარისი საფუძველი იმის საფიქრებლად, რომ ხელისუფლება ახალისებს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ ძალადობას.

„გუშინ რაც მოხდა "რუსთავი2"-ის შენობასთან ეს ნამდვილად არ იყო ე.წ. „ქართული მარშის“ სპონტანური რეაქცია. ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული თავდასხმა "რუსთავი2"-ზე. ზოგადად, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მიჩვეული ვართ, რომ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ნებისმიერი ფორმის ძალადობა გამართლებულია, ეს იქნება სამართლებრივი, მორალური, თუ ფიზიკური - ეს მოხდა სწორედ გუშინაც

თუ ამ შემთხვევაშიც გუშინდელი თავდამსხმელები კანონის წინაშე არ დაისჯებიან და კანონი არ დადგება თავის სიმაღლეზე ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას და ხელისუფლება უნთებს მწვანე შუქს ძალადობას, რომელიც მიმართულია "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ,“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები