26 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
სროლა მერილენდის შტატის სკოლაში - ცეცხლი მოსწავლემ გახსნა

სროლა მერილენდის შტატის სკოლაში - ცეცხლი სასწავლებლის დერეფანში ერთ-ერთმა მოსწავლემ გახსნა. დაშავდა ორი ადამიანი, თავად თავდამსხმელი კი სკოლის დაცვის თანამშრომელმა დაჭრა. ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

მომხდარის შემდეგ პოლიციას სკოლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. შენობიდან მოსწავლეები და მასწავლებლები ინციდენტის ამოწურვის შემდეგ გაიყვანეს.

მერილენდის შტატის სკოლაში მომხდარი თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები