19 დეკემბერი 2024,   14:48
ვრცლად
არის სასტიკად ნაწამები - ჟურნალისტები, რომლებმაც ცხდედარი ნახეს, არჩილ ტატუნაშვილზე საუბრობენ

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მის მშობლიურ სახლშია დასვენებული. ცხედარი თბილისიდან სოფელ  წილკანში დაახლოებით ერთი საათის წინ გადაასვენეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უკვე გადაიხადეს. წილკანში მყოფი ჟურნალისტები, რომლებმაც ცხედარი ნახეს - მასზე არსებულ დაზიანებებზე საუბრობენ. 

"მძიმე წუთები იყო, როცა დედას მიეცა საშუალება ცხედარს მიახლოებოდა. პირველი რეაქცია იყო შეცხადება იმის გამო, რომ შვილის ცხედარი იყო დამახინჯებული, ეს მოხდა წამების კვალზე, სანამ მას მოკლავდნენ, მას აწამებდნენ. არჩილ ტატუნაშვილი არის სასტიკად ნაწამები,"-აცხადებს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა. 

ოკუპირებული რეჟიმის მიერ მოკლულ ახალგაზრდას სავარაუდოდ შაბათს დაკრძალავენ.

დღის ამბები