19 დეკემბერი 2024,   14:56
ვრცლად
დაზიანებები ხელსა და თავზე - არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები წამების კვალზე საუბრობენ

ცხედარზე არსებულ დაზიანებებზე სამოქალაქო სექტორთან ერთად საუბრობს ახალგორის გამგებელიც - ამის შესახებ განცხადება ნუგზარ თინიკაშვილმა, თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გააკეთა. პროცესი 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"დაზიანებების კვალი ნამდვილად აღენიშნება, როგორც თქვეს მთვითმხილველებმა,"- განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

დაზიანებებზე საუბრობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი, დავით ქაცარავაც, რომელმაც ინფორმაცია ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გაავრცელა. 

"არსებობს ინფორმაცია გამოტანილი ოჯახის წევრების მიერ, რომ მათ პირველადი დათვალიერებისას შეამჩნიეს მის სხეულზე წამების ნიშნები ხელზე და თავზე, თუმცა საბოლოო ამბავი უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი,"-აცხადებს დავით ქაცარავა. 

იყო თუ არა ძალადობის კვალი ცხედარზე - ამ კითხვაზე პასუხს მთავრობის წარმომადგენლები, რომელიც მთელი ღამის განმვლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ,  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს არიდებენ. ოფიციალური დასკვნა 2 კვირაში გახდება ცნობილი.

ექსპერტიზას ესწრებოდნენ ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტებიც. პროცესის დასრულებას ტატუნაშვილის ახლობლებთან ერთად ელოდებოდნენ სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები, მათ გამოსვენების დროს ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

დღის ამბები