26 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება ნავთლუღის ქუჩაზე - ადგილობრივებმა გზის გადაკეტვა სცადეს

ხმაური იყო დღის ბოლოს ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები და დევნილები უდენობას აპროტესტებდნენ და თელასისგან ელექტროენერგიის მრიცხველის დამონაჟებას ითხოვდნენ. ამის გამო მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

თელასში განმარტავენ, რომ მოსახლოებას სოლიდური დავალიანება აქვს და მზად არის თანხის ეტაპობრივად გადახდაზე დათანხმდეს. რაც შეეხება გამრიცხველიანებას - ამისთვის თითო ოჯახს 400 ლარის გადახდა დასჭირდება.  ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, 200-მდე ოჯახის ცხოვრობს.

დღის ამბები