23 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
"მიღებული უნდა იყო ისეთი განცხადება, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება"-ჯანელიძის პასუხი კარასინს

ქართული მხარე გრიგორი კარასინს პასუხობს. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, საქართველომ ჯერ კიდევ 2010 წელს აიღო ვალდებულება, რომ ძალას არ გამოიყენებს, თუმცა რუსეთისგან ანალოგიურ ნაბიჯს დღემდე უშედეგოდ ელოდება. მიხეილ ჯანელიძე კარასინის პასუხად აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არა დოკუმენტის ხელმოწერა, არამედ საერთო განცხადების შინაარსზე შეთანხმება.

„მოლაპარაკებები დასრულებული არ არის განცხადების ტექსტზე. მოლაპარაკებები გაგრძელდება შემდეგ რაუნდზე, რომელიც გაიმართება მომავალ კვირაში და ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა მიღებული იქნას ისეთი განცხადება, რომელიც მოემსახურება ჩვენს მიზნებს, სახელმწიფო ინტერესებს და რა თქმა უნდა იქნება მიმართული იმისკენ, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რუსული მხარე აცხადებს, რომ მზადდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო დეკლარაცია, რომელზეც ხელი უნდა მოაწერონ რუსეთმა, საქართველომ, აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა და მოლაპარაკებებში ჩართულმა სხვა მხარეებმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები