დაჭრა რუსთავში - თოდრის 5 ნომერთან ახალგაზრდების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
“კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მსუბუქად არის დაჭრილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არც დაშავებული და არც დანაშაულის კვალი არ დახვედრიათ.
ნივთმტკიცებები შემთხვევის ადგილიდან გაწმენდილი იყო, დაშავებულს კი ჰოსპიტალიზირება არ სჭირდებოდა.
თვითმხილველები პირად საუბარში ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
დეტალებზე შინაგან საქმეთ სამინისტრო ჯერ არ საუბრობს, გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დაიწყო.