არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მიასვენეს. ქართველ ჯარისკაცს 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავებენ და ამით მისივე ანდერძი შესრულდება.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დღეს წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს. ქართველი ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდს როგორც ტაძარში, ასევე მანამდე სოფელ წეროვანში, მის სახლში არაერთი ადამიანი დაესწრო.
მოკლულის ოჯახს ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიუსამძიმრეს.
არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში მოკლეს და ოკუპირებული ტერიტორიიდან მისი ცხედარი მხოლოდ 26 დღის შემდეგ გადმოასვენეს.