25 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
როგორ აპირებს კრემლი საქართველოს დაპყრობას - ჰაკერებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო სამხედრო გეგმა გამოიტანეს

როგორ აპირებს კრემლი საქართველოს დაპყრობას - საიდუმლო სამხედრო გეგმა, რომელიც ჰაკერებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან გამოიტანეს. დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა მოხდეს შეერთებული შტატებისთვის, თურქეთისთვის და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნებისთვის საქართველოსკენ მომავალი გზების ჩაკეტვა, სტრატეგიული წერტილების დაბომბვა და ტერიტორიების მთლიანად დაკავება.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა საქართველოს დასამარცხებლად, პირველ რიგში, უნდა გამორიცხოს კონფლიქტში თურქეთისა და შეერთებული შტატების, ასევე ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების ჩართვა, რომლებიც, რა თქმა უნდა, საქართველოს, მხარეს იბრძოლებენ.

რადგან დოკუმენტი 2012 წელს არის შედგენილი, ფაქტები ან გარემოებები შეიძლებოდა შეცვლილიყო.

ბათუ ქუთელია, როგორც დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰაკერული დოკუმენტების წარმოშობის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბუთები მთლიანად ან ნაწილობრივ გაყალბებულია, ამის გამკეთებელს გარკვეული მიზნები ჰქონდა.

პუტინის მუქარა მსოფლიომ პირველ მარტს მოისმინა. 18-ში იგი მეოთხედ აირჩიეს პრეზიდენტად, 19-ში კი, სამსახურში მისულმა პირველ რიგში რეზერვისტთა ორთვიან მობილიზაციას მოაწერა ხელი. 

დღის ამბები