21 ოქტომბერი 2018,   04:33
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და მთავრობის შემდგომი ნაბიჯები - ოპოზიცია ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მოკვლიდან 26 დღის შემდეგ ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა ოჯახს გადასცეს. არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა წამებით 23 თებერვალს მოკლეს.

22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში ჩასული არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარების რამდენიმე პირმა დააკავეს. მასთან ერთად კიდევ ორი ქართველი დაიჭირეს.

სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის, თუმცა, არჩილ ტატუნაშვილის წამებაზე თავად ოჯახის წევრები საუბრობენ.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შვილის გარდაცვალება ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გიგა ოთხოზორიას ოჯახმაც მიუსამძიმრა. გიგა ოთხოზორიას ოჯახის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის მორიგი შედეგია.

ოპოზიცია ხელისუფლებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის გათვალისწინებული.

მომავალ კვირას ჟენევაში, საქართველოს, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები საქართველოს ოკუპაციაზე იმსჯელებენ.

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მრავალმხრივ მოლაპარაკებებს დათანხმდა, სადაც მონაწილეობას რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთის და ცხინვალის წარმომადგენლები მიიღებენ.

საქართველოში ხაზს უსვამენ, რომ მთავრობა ამ მოლაპარაკებებს არ უნდა დათანხმდეს, რადგან მას კონფლიქტი არა ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და ცხინვალთან, არამედ რუსეთთან აქვს.

დღის ამბები