18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
ხანძარი რუსეთში - დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ კემეროვოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. დაღუპულებსა და დაკარგულებს შორის უმეტესობა ბავშვია. 47 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი ქალაქის სავაჭრო-გასართობ ცენტრში უკვე ლიკვიდირებულია. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას 18-ი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ადგილზე ადგილზე 600-ზე მეტი მეხანძრე და რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ცეცხლი სავაჭრო ცენტრში გუშინ საღამოს გაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სავაჭრო ცენტრის მფლობელი დაკავებულია.

დღის ამბები