18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
დედაქალაქის განვითარების გენგეგმასთან დაკავშირებით მერიის სპეციალურ სამსახურებში კითხვები აქვთ - კახა კალაძე

თბილისის მერიას ”სითი ინსტიტუტ საქართველოს” მიერ წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ - ეს განცხადება, თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის განცხადებით, სასურველია გეგმის განხილვაში ბევრი კომპეტენტური პირი ჩაერთოს. 

მისივე თქმით, თბილისის მერიამ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით პასუხი 28 მარტს  შესაძლოა, არ გამოაცხადოს.

„არსებობს კითხვები ჩვენ მერიაში კონკრეტულ სამსახურებს აქვს კითხვები 28-ში არის ბოლო ვადა თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ 28-ში უნდა გამოცხადდეს. შესაძლებელია, შემდეგი დღეების განმავლობაშიც.

მინდა რომ მეტი დრო დაეთმოს განხილვებს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი პროფესიონალი ჩაერთოს და ნახოს თუ რაზეა ზოგადად საუბარი. ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს ის დოკუმენტი რაც შემოვიდა ნებისმიერი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი“- ამბობს დედაქალაქის მერი.

დღის ამბები