შვილმოკლული მამების აქციაზე 16 კარავია გაშლილი
რუსთავლის გამზირზე შვილმოკლული მამების აქცია გრძელდება - ადგილზე 16 კარავია გაშლილი.
მთელი ღამის განმავლობაში შვილმოკლულ მამებთან იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციის შეწყვეტას არ გეგმავენ.
შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს.
საღამოს რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქციის განახლება იგეგმება.
სარალიძე და მაჩალიკაშვილი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ და რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის რუსთაველზე სიმშვიდეა.