”რუსთავი 2” წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამედიცინო შოუს - The Doctors -ის ქართულ ანალოგს!
ოთხი ექიმი ცნობილ სტუმრებთან ერთად ყველასათვის გასაგები ენით მოგვითხრობდა სამედიცინო თემებზე. ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ პროფესიონალი ექიმები: პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი, ზოგადი ქირურგი დავით ლოლაძე, მეან-გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე და ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი.
უახლოესი ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობის შესახებ მაყურებელს მიეწოდებოდა გასაგები, საინტერესო და სახალისო ფორმით. გადაცემის ერთ-ერთი ნაწილი იყო ”მითი თუ რეალობა”, სადაც ჩვენი ექიმები გვაცნობდნენ, თუ რა არის სინამდვილეში მავნე და სასარგებლო ჯანმრთელობისათვის. ტოქშოუ ”ექიმებში” მაქსიმალურად იყო ჩართული აუდიტორიაც.