19 მარტი 2024,   11:33
ვრცლად
მოძებნე გადაცემის ჩანაწერი
ფარული კონვერტი - კვირას, 23:00[პრომო]
  გადაცემის შესახებ

«ფარული კონვერტი» ია ფარულავასთან ერთად, -ეს არის ქართულ ტელესივრცეში სრულიად განსხვავებული და  უნიკალური ტოქშოუ. გადაცემა, სადაც გულახდილობაში ფულს იხდიან.

მოგებული თანხის რაოდენობა  სტუმრის გულწრფელობასა და საკუთარი ბიოგრაფიის კარგად ცოდნაზეა დამოკიდებული.

ჩვენთან სტუმრები გაიხსენებენ იმას, რაც აღარ ახსოვთ ან რისი დავიწყებაც შესაძლოა სამუდამოდ სურთ.

5 თემა პირადი ცხოვრებიდან და 5 კითხვა, რომელთა სწორი პასუხიც სტუმრის წარსულში იმალება. თითოეული კითხვა 300 ლარი ღირს. გადაცემის ბოლოს კი სტუდიაში ფარული კონვერტი შემოაქვთ. მასში 5 000 ლარად შეფასებული მთავარი საიდუმლო ინახება. არჩევანი სტუმარზეა – გახსნას კონვერტი და საჯაროდ გაამჟღავნოს თავისი ცხოვრების ყველაზე დაფარული და სკანდალური ამბავი თუ  საიდუმლოდ დატოვოს და კონვერტი დაწვას.

 

გამოგვყევით Facebook

    გადაცემის ჩანაწერები
< ყველა გადაცემა