15 დეკემბერი 2024,   03:37
ვრცლად
პანამის ნაკრების ფეხბურთელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

პანამის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრ ამილკარ ჰენრიკესს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

33 წლის ფეხბურთელი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე წუთში ქალაქ კოლონის ცენტრალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ დამნაშავეებს.

ჰენრიკესი სხვადასხვა დროს პანამის არაბ უნიდოში, კოლუმბიის ინდეპედიენტეში,მედელინსა და ამერიკა კალიში თამაშობდა.

დღის ამბები