13 დეკემბერი 2024,   21:22
ვრცლად
თბილისის დინამომ გიორგი პაპუნაშვილი "უღირსი" საქციელის გამო დასაჯა

თბილისის დინამომ გიორგი პაპუნაშვილი უღირსი საქციელის გამო მკაცრად დასაჯა. პაპუნაშვილს ჩამოერთვა კაპიტნობა და გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა პირველი გუნდის საწვრთნელ პროცესს. 

"ქობულეთის შუქურასთან ჩადენილი უღირსი საქციელის გამო, რითიც გიორგი პაპუნაშვილმა შეურაცხყო დინამო თბილისის ყველა თაობის ფეხბურთელი და გულშემატკივარი, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა კაპიტნობა და გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა პირველი გუნდის საწვრთნელ პროცესს. შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილმა წინა სეზონში ლანჩხუთის გურიასთან მატჩის დროს მომხდარი არასასიამოვნო ფაქტის შემდეგ, მიიღო 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და გაფრთხილება, რომ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში ის მკაცრად დაისჯებოდა," - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შუქურასთან თამაშის დროს ცვლილებით უკმაყოფილო გიორგი პაპუნაშვილმა კაპიტნის სამკლაური მოიხსნა და მინდორზე დააგდო. ამ ქმედებას კი კლუბის მკაცრი სანქციები მოჰყვა.

დღის ამბები